გუშინ ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ბრემენის "ვერდერს" უკვე შეუთანხმდა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ მესუთ იოზილის სატრანსფერო თანხაზე, რომელიც "სპორტის" ცნობით 12-დან 15 მილიონ ევრომდე მერყეობს. ამ ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" ფეხბურთელთან პერსონალურ კონტრაქტზე მოლაპარაკებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც სავარაუდო ტრანსფერს ბეჭედს ხოსეპ გვარდიოლა დაასვამს. ამის შემდეგ კი, "სპორტის" აზრით, მხოლოდ ფორმალობებიღა იქნება მოსაგვარებელი. შეგახსენებთ, რომ იოზილს "ვერდერთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
არ გასულა რამდენიმე საათი და "სპორტის" ცნობა კატეგორიულად უარყო "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა: "ნონსენსია, "ბარსელონასთან" არანაირი შეთანხმება არ
ყოველგვარი შეთანხმება თავად 21 წლის ფეხბურთელმაც უარყო: "არ ვიცი საიდან მოგაქვთ ამ კლუბების სახელები, "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", "ჩელსი"... პირადად მე არც ერთ კლუბთან არ მისაუბრია", - განაცხადა იოზილმა, რომელიც მუნდიალის "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მოხვდა.
ლელო