დელ ბოსკე: საქართველოსთან თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა. კენჭისყრით გაირკვა, რომ ესპანეთის ჯგუფში საფრანგეთი, ბელორუსია, საქართველო და ფინეთი იქნებიან.

"დამწუხრებული არ ვარ, მაგრამ კმაყოფილებასაც არ ვგრძნოვ. კენჭისყრის შედეგები უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის- ბედმა ასე გადაწყვიტა. ჩემი მხრიდან უპატივცემულობა იქნება სხვა გუნდების მიმართ, რომ ვთქვა კენჭისყრის შედეგები ჩვენთვის კარგი ან ცუდი არის".

"გაინტერესებთ რა გავიფიქრე, როცა საფრანგეთის ჯგუფში მოვხდით? სიმართლე გითხრათ განსაკუთრებული არაფერი. კონცეტრაციას საფრანგეთზე თუ გავაკეთებთ, სხვა ნაკრებთან თამაში გაგვიჭირდება, რაც
ჯგუფიდან გასვლის შანსებს ამცირებს. საქართველოსთან და ფინეთთან თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ", - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები, დიტო
Tornike
18:57 31-07-2011
0
ვისენტეეეე , გვეწვიეთ საქართველოში თქვენი ვარსკვლავრუი ნაკრებით :) ჩვენც ღირსეულად დაგხვდებით და იქნებ დიდ კაცთან პატარა კაცს გაუვიდეს რამე
dito
15:12 31-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული