როსი და ნილმარი "ვილიარეალში" დარჩებიან

AutoSharing Option
"ვილიარეალის" პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა "ასს" განუცხადა, რომ ის არ აპირებს ბორხა ფერნანდესის, ჯუზეპე როსისა და ნილმარის გაყიდვას.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის გადაბირებას "რომა" გეგმავს, ხოლო იტალიელს სამშობლოში "იუვენტუსი" უხმობს.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რამხელა იქნება საკომპენსაციო თანხები, ამ სამ ფეხბურთელს ის ცოცხალი თავით არ დათმობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული