დიეგო რიბასი "ატლეტიკოსთან" ახლოსაა

AutoSharing Option
ის, რომ დიეგო რიბასი "ვოლფსბურგს" დატოვებდა, ყველამ იცოდა, რადგან ფეხბურთელს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა ფელიქს მაგათთან.

ერთადერთ სერიოზულ პრობლემას ბრაზილიელის სახელფასო მადა ქმნიდა. გერმანული წყაროების თქმით, დიეგო წელიწადში 4,5 მილიონს ითხოვდა, რამაც ბევრი მსურველი დააფრთხო. ფეხბურთელის აგენტის ჟაირ და კუნიას თქმით, მისი კლიენტი ახლოსაა "ატლეტიკოში" გადაბარგებასთან.

"ისეთი ფეხბურთელი, როგორიც დიეგოა, "როხიბლანკოს" ნამდვილად გააძლიერებს. ვფიქრობ, მას არ გაუჭირდება გრეგორიო მანსანოს სქემებთან მორგება. რაც შეეხება ხელფასის საკითხს. დიეგო მზადაა ანაზღაურების სერიოზულ შემცირებაზეც კი დათანხმდეს," - თქვა და კუნიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული