ლუის ენრიკე: "რომას" გაძლიერება სჭირდება

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მისი გუნდი ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული და გაძლიერებას საჭიროებს. 41 წლის სპეციალისტმა სეზონისწინა მომზადებით კმაყოფილება გამოთქვა, თუმცა მომავალი სეზონის პროგნოზირებისგან თავი შეიკავა.

"არ შემიძლია ვუპასუხო კითხვას, რომელ ადგილს დაიკავებს "რომა" მომავალ სეზონში. ამ დროისთვის გუნდი გაძლიერებას საჭიროებს. ახალწვეულების ზუსტ რიცხვს და მათ ამპლუას არ დავასახელებ - ამ საკითხს პირადად კლუბის პრეზიდენტ ვალტერ საბატინისთან ერთად განვიხილავ.

აღვნიშნავ, რომ სამწვრთნელო პროცესი შესანიშნავად მიდის - მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულება მომწონს. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული