ხეფრენი "სპორტინგში" მიდის

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლა ადასტურებს, "ბარსელონამ" შეთანხმებას მიაღწია და ხეფრენ სუარესი ლისაბონის "სპორტინგში" გაუშვა.

23 წლის ესპანელი 3 წელია, "ბლაუგრანას" ძირითად გუნდში ირიცხება, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება ვერაფრით მოახერხა. მისი პოზიციიდან გამომდინარე ალექსის სანჩესის მოსვლის შემდეგ ეს პრაქტიკულად უკვე წარმოუდგენელი ხდება, რასაც გვარდიოლა ანგარიშს უწევს.

"იმ წლების განმავლობაში, რაც ხეფრენი ჩვენთან ერთად იყო, ის გუნდს არაერთხელ გამოსდგომია. თუმცა გვესმის, რომ ის უკვე 23 წლისაა და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. გადაწყვეტილება მისი ტრანსფერთან დაკავშირებით სწორედ ხეფრენის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ," - ამბობს გვარდიოლა.

"ა ბოლა"
ამტკიცებს, რომ კატალონიელები ახალგაზრდა ფეხბურთელში 5 მილიონ ევროს მიიღებენ, ამას გარდა "ბარსას" ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის უფლებაც რჩებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული