პრესის ინფორმაციით 23 წლის ფრანგ ფორვარდს ჟოზე მაურინიოსთან უთანხმოება აქვს.
"ჩემი ადგილი "რეალშია". არასდროს მილაპარაკია არსენ ვენგერთან და "არსენალის" რომელიმე სხვა წარმომადგენელთან. "რეალში" თამაშის დროს საკუთარ თავში დავრწმუნდი. ახალ სეზონში გუნდი ტიტულებს მოიპოვებს.", - განაცხადა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემამ "რეალში" 2009 წლიდან გამოდის და 81 ჩატარებულ შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა.
მომზადებულია L'Equipe-ს მიხედვით