"გუნდი გარკვეული მიზეზების გამო გრაფიკს ჩამორჩება. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და დარწმუნებული ვარ, სხვა ჩემპიონატებში უფრო კარგად ვითამაშებთ. მალე ესპანეთისა და ევროპის სუპერთასის შეხვედრა გველის. გუნდი მაქსიმალურად მოემზადება მატჩებისთვის, უბრალოდ, ცოტა დრო გვჭირდება. დღევანდელი მარცხი კი, რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ სუპერთასის პირველი შეხვედრა მადრიდში 14 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი სამი დღის შემდეგ "ნოუ კამპზე"
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით