"სევილიას" ერთი თვით დააკლდება ახალწვეული ტიბერიო გუარენტე, რომელმაც მარცხენა ფეხზე კუნთი დაიზიანა. ნახევარმცველმა ტრავმა "კადისთან" მატჩში, "კარანსას თასზე" ასპარეზობისას მიიღო. თავიდან მისი ტრავმა არ ეგონათ სერიოზული და ანდალუსიური კლუბის ექიმებმა გუარენტეს რამდენიმე დღე დასვენება გამოუწერეს, თუმცა საბოლოო დასკვნის მიხედვით, "სევილიას" ახალწვეული ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, ის პრიმერა დივიზიონის საწყის ორ ტურს მაინც გამოტოვებს. თავისთავად არ იქნება გუარენტე კარსმომდგარ სუპერთასის მატჩშიც. ამავე ტურნირზე "სევილიას" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა - ფერნანდო ნავაროს თამაში ესპანეთის სუპერთასზე სათუოა.
16:13 11-08-2010
სევილიას ახალწვეული დაემტვრა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული