გუშინ მოკლედ გაცნობეთ მადრიდის "რეალის" ახალი შენაძენის შესახებ - ჟოზე მოურინიომ კლუბში თავისი 32 წლის თანამემამულე რიკარდო კარვალიო მიიყვანა. "სამეფო კლუბი" ლონდონის "ჩელსის" პორტუგალიელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
ფიფას აგენტმა და "რეალის" კონსულტანტმა ერნესტო ბრონძელიმ "მარკას" აუხსნა მიზეზი, თუ რატომ მიიყვანა გუნდში მოუმ ძველი მეგობარი კარვალიო. ყველაფერი კი მაიკონის ტრანსფერის ჩაშლის ბრალი ყოფილა, როგორც კი "ინტერმა" გამოაცხადა, რომ "რეალთან" ბრაზილიელი მცველის ტრანსფერზე ვერ მოილაპარაკებდნენ, ჟოზე მოურინიომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რიკარდო კარვალიო მაიკონის
"როცა მაიკონის საკითხი დაიხურა, მოურინიომ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ რიკარდო კარვალიოს შეიძენდნენ. მას სჭირდება პორტუგალიელი მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 32 წლისაა", - განაცხადა ბრონძელი. სხვათა შორის, ასაკს რაც შეეხება - მაიკონი სულ რაღაც 3 წლითაა უმცროსი კარვალიოზე და მისი ყიდვა "რეალს", სულ მცირე, 20 მილიონით მეტი დაუჯდებოდა. ალბათ იკითხავთ, სად მაიკონი და სად კარვალიოო... უკვე ცხადია, რომ მოურინიოს მაიკონის შეძენის შემდეგ სერხიო რამოსის დაცვის ცენტრში გადანაცვლება სურდა, ანუ მისი აზრით, "რეალში" გაძლიერება დაცვის ცენტრს ესაჭიროებოდა და არა მარჯვენა ფლანგს, ამიტომაც იყიდეს გამოცდილი ცენტრალური მცველი.
რიკარდო კარვალიო 18 წლის ასაკიდან "პორტუშია", თუმცა მას ხშირად ანათხოვრებდნენ სხვადასხვა კლუბში, სანამ "პორტუს" სათავაში ჟოზე მოურინიო არ მივიდა, ამის შემდეგ კარვალიო "პორტუს" ლიდერთაგანი გახდა და 2004 წელს "ჩელსიში" თითქმის 20 მილიონ ევროდ გადავიდა. ლონდონურ კლუბში მან 135 თამაშში 7 გოლი გაიტანა. კარვალიო 2003 წლიდან კარვალიო პორტუგალიის ნაკრების ლამის შეუცვლელი წევრია. კარვალიო ძალზე ძლიერია პოზიციის შერჩევაში, კარგად თამაშობს მაღალ ბურთზე თავით და მკერდით. კარვალიო მრავალი ტიტულის მფლობელია: მას მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, პრემიერლიგა (3-ჯერ), ასოციაციის თასი (3-ჯერ), ქომუნითი შილდი (2-ჯერ), ლიგის თასი (2-ჯერ), პორტუგალიის ჩემპიონი (3-ჯერ), პორტუგალიის თასის მფლობელი, პორტუგალიის სუპერთასის მფლობელი (3-ჯერ).
ლელო