ეჭვგარეშეა, რომ თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული ათლეტი კრიშტიანო რონალდოა, ყოველ შემთხვევაში დღეისათვის ერთობ პოპულარული სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" მიხედვით ამას წყალი არ გაუვა - პორტუგალიელ ფეხბურთელს "ფეისბუქზე" 9 მილიონ 793 ათასი გაწევრიანებული ფანი ჰყავს. ეს კი თითქმის ორჯერ მეტია მეორე ადგილზე მყოფ ლეო მესის ფანების რიცხვზე - მესის "ფეისბუქზე" 4 მილიონ 426 ათასი მიმდევარი ჰყავს. სულ მალე რონალდოს ფანთა რიცხვი "ფეისბუქზე" 10 მილიონს მიაღწევს, ეს კი არც ერთ სპორტსმენს არ ღირსებია. მესამე ადგილზე ფეხბურთელთა პოპულარობით ინგლისელი ფეხბურთელი დავიდ ბექჰემია, რომელიც, მიუხედავად იმისა,
მესამე ადგილზე შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჟერ ფედერერია - 4 მლნ 113 ათასი; შემდეგ მოდიან კალათბურთელები კობი ბრაიანტი - 3 მლნ 701 ათასი; მაიკლ ჯორდანი - 3 მლნ 548 ათასი. მოწინავე ოცეულში მხოლოდ ერთი ქალი სპორტსმენია - რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა.
პოპულარული ათეულის დანარჩენი წევრები არიან: 7: რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი); 8. მაიკ ფელპსი (აშშ, ცურვა); 9. ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი); 10. ვალენტინო როსი (იტალია; მოტოსპორტი).
ლელო