მესი, სანჩესი და მასკერანო "ბარსელონას" შეუერთდნენ

AutoSharing Option
დღეს, 8 აგვისტოს, "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.

საუბარია არგენტინელ ლიონელ მესის, ხავიერ მასკერანოსა და ჩილელ ალექსის სანჩესზე. სამივე ფეხბურთელი არგენტინაში გამართულ ამერიკის თასზე თამაშობდა და ამიტომ სეზონისწინა მზადებას კლუბში სხვებზე გვიან იწყებენ.

მიუხედავად შვებულებისა, მესის არც ზაფხულში დაუსვენია და აქამდეც ინტენსიურად მუშაობდა. არგენტინელი ფეხბურთელი პირადი ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობით ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. მან რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული