საუბარია არგენტინელ ლიონელ მესის, ხავიერ მასკერანოსა და ჩილელ ალექსის სანჩესზე. სამივე ფეხბურთელი არგენტინაში გამართულ ამერიკის თასზე თამაშობდა და ამიტომ სეზონისწინა მზადებას კლუბში სხვებზე გვიან იწყებენ.
მიუხედავად შვებულებისა, მესის არც ზაფხულში დაუსვენია და აქამდეც ინტენსიურად მუშაობდა. არგენტინელი ფეხბურთელი პირადი ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობით ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. მან რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით