"ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი "სანტოსის" თავდამსხმელის ნეიმარის შეძენას ორი წლის შემდეგ აპირებს. თუმცა კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ბრაზილიელის გადაბირებით დიდად არ არის დაინტერესებული.
სწორედ ამ მიზეზით როსელი ნეიმარის გადაბირებას 2 წლის შემდეგ აპირებს, როდესაც მისი აზრით, გვარდიოლა "ბარსელონას" დატოვებს.
როსელი მზადაა ნეიმარის შესაძენად 55 მილიონი ევრო გადაიხადოს.