ხორკერამ ხელთათმანები ჩამოკიდა

AutoSharing Option

ესპანელმა გოლკიპერმა ალბერტ ხორკერამ, რომელიც "ბარსელონაში" თამაშიდან გვახსოვს, ფეხბურთს თავი დაანება. 31 წლის ხორკერამ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება სულ სხვა მიზეზებს უკავშირდება, რომლებიც ფეხბურთთან კავშირში არაა. "მინდა ვიყო მართალი ჩემ თავთან და კლუბთანაც. ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების დროა და მსურს პროფესიულ პროექტებს მეტი დრო დავუთმო, რომლებთან ერთად ფეხბურთზე ფიქრი წარმოუდგენელია", - განაცხადა მან.

ბოლო დროს ხორკერა "ხირონაში" თამაშობდა, უკვე გამოაცხადეს მისი შემცვლელი კლუბში - "ლას პალმასის" ყოფილი მეკარე რობერტო სანტამარია. ხორკერა "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, სადაც მან 10 წელი გაატარა, მაგრამ არასოდეს

გამხდარა მეტი, ვიდრე გუნდის მე-2 მეკარე. ჯამში პირველ გუნდშAი ხორკერამ მხოლოდ 7 მატჩი ითამაშა პრიმერა დივიზიონში. შარშან მეკარე "ხირონაში" გადავიდა, მშობლიური ქალაქის გუნდში და 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული