"კადენა სერის" ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მალე პრიმერადივიზიონში მოულოდნელ დაბრუნებას ვიხილავთ - "მალიორკას" რიგები შეიძლება "ბარსელონას" ყოფილმა ვარსკვლავმა რივალდომ შეავსოს, რომელიც 38 წლისაა და უზბეკურ "ბუნიოდკორში" თამაშობს. თურმე ბრაზილიელი წინაპირობად სეზონში 2 მილიონ ევრო ხელფასს ითხოვს, რაზეც "მალიორკას" ხელმძღვანელობა ყაბულს არაა, მაგრამ თუკი რივალდო სახელფასო მოთხოვნას დაუწევს, 1999 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელს რვაწლიანი განშორების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში ვიხილავთ. რივალდო ამჟამად პალმა დი მალიორკაში იმყოფება... არდადეგებზე.
16:21 12-08-2010
რივალდო მალიორკაში?
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული