აი, რას ამბობს ის: "ატლეტიკოში" თამაშის სანაცვლოდ მზად ვიყავი "რეალის" წინადადებაზეც უარი მეთქვა. ისე არ გამიგოთ, რომ მათ კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ასე რომც მომხდარიყო, "ატლეტიკოს" ვარჩევდი. მოხარული ვარ, რომ იმ კლუბში ვითამაშებ, ვისაც ძალიან დიდი სახელი აქვს ევროპაში და ვინც რეგულარულად მონაწილეობს ევროპულ საკლუბო ტურნირებში. ამასთან, უკვე შევნიშნე, რომ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები ძალიან ჰგვანან "გალათასარაის"
გარდა არდა თურანისა, "ატლეტიკოს" კიდევ ერთი შუახაზელის გადაბირება განუზრახავს. ლაპარაკია "ესპანიოლის" ფეხბურთელ ხავი მარკესზე. 25 წლის მოთამაშე 5-6 მილიონი ევრო ღირს. მადრიდელთა პრეზიდენტი ენრიკე სერესო მზადაა, ეს თანხა გაიღოს. აქამდე "თუთიყუშები" ("ესპანიოლის" მეტსახელია) კაპიტნის ტრანსფერზე ყველას უარს ეუბნებოდნენ.
"როხიბლანკომ" "ოსასუნაში" გაუშვა ნახევარმცველი რაულ გარსია. პამპლონელებმა 25 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით აიყვანესო, გვამცნო "მარკამ". აღსანიშნავია, რომ გარსია "ვისენტე კალდერონზე" სწორედ ამ კლუბიდან მოხვდა. ფეხბურთელმა ოთხი წლის განმავლობაში "ატლეტიკოში" 120 მატჩი გამართა და 7 გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"