გვარდიოლა: მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ესპანეთის სუპერთასის შეხვედრებში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მხოლოდ მოსაგებად გავა.

 

"კარგია, რომ ამ ტურნირში ვმონაწილეობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ სეზონში რაღაც მოვიგეთ. სუპერთასის გათამაშებაში უკვე მე-3 წელია გამოვდივართ. გუნდი ყველა ფეხბურთელთან ერთად მხოლოდ 2 დღეა ვარჯიშობს, ხოლო მადრიდელებმა სეზონის დაწყებამდე სრულყოფილი მომზადება გაიარეს. თუმცა ჩვენ ფინალი გველის და თავის გამართლება არ გვიშველის. მე რომ მდომოდა ფეხბურთელების უკეთ მომზადება, მათ შვებულებებიდან დროზე ადრე დავაბრუნებდი", - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.


მომზადებულია Tribalfootball.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული