ვილია: შინ კარგი ანგარიშით ვბრუნდებით

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" თავდამსხმელი დავიდ ვილია ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრის ანგარიშით (2:2) კმაყოფილი დარჩა, რომელიც მადრიდში ჩატარდა. ფეხბურთელი ასევე გუნდის ახალწვეულებს სესკ ფაბრეგასსა და ალექსის სანჩესს მიესალმა.

"ღირსეული თამაში გამოვიდა. ჩვენ ბრწყინვალე შეხვედრა ჩავატარეთ და შინ კარგი ანგარიშით ვბრუნდებით. გუნდის ახალწვეულმა ალექსის სანჩესმა კარგად ითამაშა, ასევე მინდა ფაბრეგასსაც მივესალმო. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ მისი გადმოსვლით "ბარსელონაში".  პირადად მე მინდოდა მისი აქ ყოფნა", - განაცხადა ვილიამ.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული