"ბარსაში" ფაბრეგასის მოსვლას სავარაუდოდ მასკერანოს გაყიდვა მოჰყვება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ბარსელონას" მიერ ფაბრეგასის შეძენა ხავიერ მასკერანოს გაყიდვას გამოიწვევს. თავის მხრივ მილანის "ინტერი" კი კამერუნელი ფორვარდის სამუელ ეტო'ოს გაყიდვიდან მიღებული თანხით არგენტინელი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები მასკერანოს შეძენას გასულ წელსაც აპირებდნენ, თუმცა მაშინ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკომ ფეხბურთელი "ინტერში" გადასვლასთან დაკავშირებით ვერ დაარწმუნა, რის შემდეგაც არგენტინელი "ლივერპულიდან" კატალონიაში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

ფაბრეგასის მოსვლის შემდეგ მასკერანო უფრო ხშირად სათადარიგოთა სკამზე იქნება, ვიდრე მოედანზე, რაც ფეხბურთელისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება.

მომზადებულია Rai Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული