შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა იტალიის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მხოლოდ გასულ კვირას დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში.
შესაძლოა, ბუსკეტსმა ესპანეთის სუპერთასის განმეორებით შეხვედრაში "რეალის" წინააღმდეგ მიიღოს მონაწილეობა. დღეს 23 წლის ფეხბურთელი დამატებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
მომზადებულია EP-ის მიხედვით