ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები ამ უქმეებზე არ გაიმართება

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერა და სეგუნდა დივიზიონის მატჩები, რომლებიც ამ უქმეებზე იყო დანიშნული, დადგენილ ვადაში არ გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ესპანეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგისა და ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციის შეხვედრაზე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ადრე ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლებმა გაფიცვა გამოაცხადეს. მათ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ და მეორე ტურებში მოედანზე გამოსვლაზე უარი განაცხადეს, თუ ამ დროისთვის საერთო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდოდნენ.

შემდეგი შეკრება დაპირისპირებულ მხარეებს შორის პარასკევს გაიმართება. წყაროს ინფორმაციით, მასზე ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურისთვის გაფიცვის შეწყვეტის ვარიანტს განიხილავენ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული