"ვალენსიამ" "ჩელსის" ხუან მატას ტრანსფერზე უარი უთხრა

AutoSharing Option
"ვალენსიამ" ლონდონის "ჩელსის" წინადადებას ხუან მატას შეძენის შესახებ უარით უპასუხა.

"არისტოკრატებმა" ესპანელის სანაცვლოდ "ვალენსიას" 22 მილიონი შესთავაზეს. თუმცა "ღამურები" თავიანთ ერთერთ წამყვან ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებენ. რაც შეეხება მატას, ის ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგების წინააღმდეგი არაა.

შეგახსენებთ, რომ ადრე მოთამაშის მიმართ ინტერესს სხვა ლონდონური გუნდები "არსენალი" და "ტოტენჰემი" იჩენდნენ, მაგრამ "ღამურებმა" ისინიც უარით გაისტუმრა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული