გვარდიოლა: ჩემი გუნდით ვამაყობ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრით "რეალთან" (3:2) კმაყოფილია.

გვარდიოლას თქმით, მისმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს, იმის მიუხედავად, რომ გუნდი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის.

"ჩემი გუნდით ვამაყობ. ჩვენ შევძელით პრინციპული მეტოქის დამარცხება. ყველა "კლასიკო" ძალიან რთული ჩასატარებელია. მაშინაც, როცა "რეალს" 5:0 მოუგეთ, არც მიფიქრია, რომ მადრიდელებზე ერთი თავით მაღლა ვდგავართ. უნდა აღვნიშნო, რომ გუნდმა ოპტიმალურ ფორმას ჯერ ვერ მიაღწია, თუმცა ბიჭები ყოველ დღე უმატებენ. ჩვენ ტიტანური შრომა ჩავატარეთ.

რაც შეეხება ფაბრეგასის დებიუტს, ძალიან მიხარია მისი სწრაფი
ადაპტირება გუნდში. სესკი აუცილებლად მოუტანს "ბარსელონას" სარგებელს. აი, მოურინიოს საქციელზე კი საუბარი არ მინდა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა - ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან, მოედანზე როგორ უნდა მოიქცნენ", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული