ალონსო: ანგარიშით იმედგაცრუებული ვარ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ ესპანეთის სუპერთასის შეხევედრაში "ბარსელონასთან" (2:3) განცდილი მარცხის შემდეგ მატჩზე ისაუბრა.

"შეხვედრის ანგარიშით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ძალიან გვინდოდა მოგება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით. თამაში თანაბარი იყო, მაგრამ ჩვენ დავმარცხდით. ალბათ არ გაგვიმართლა.

სუპერთასის ორივე შეხვედრაში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. წინ მთელი სეზონი გველის, ეს მოურინიოს პირველი მატჩები იყო. რაც შეეხება მარსელოს გაძევებას, არ დამინახავს კონკრეტულად რა მოხდა", - განაცხადა ალონსომ.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული