"ხეტაფე" ფანებს სპერმის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა "ხეტაფემ" თავის გულშემატკივრებს სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებეში სპერმის ჩაბარებისკენ მოუწოდა. ხუმრობა ხუმრობად და, კლუბი გულშემატკივართა რაოდენობის გაზრდას ასეთი კამპანიით აპირებს.

აქციის სახელწოდებაა "Siendo mas, seremos mas grandes", რაც ქართულად - "რაც უფრო ბევრნი ვართ, მით უფრო ძლიერები ვართ"-ს ნიშნავს.

კამპანიის ფარგლებში კლუბმა ვიდეორგოლიც გამოუშვა, სადაც ნათქვამია, რომ "ხეტაფეს" გასულ სეზონში საკუთარ კედლებში ჩატარებულ შეხვედრებს ძალიან ცოტა გულშემატკივარი ესწრებოდა. გუნდის ფანებს გამრავლებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რაც შეიძლება ხშირად ჩააბარონ სპერმა.

ესპანეთის ჩემპიონატის 2010-2011 წლების სეზონში
"ხეტაფემ" მე-16 ადგილი დაიკავა და უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნას ძლივს გადაურჩა.

მომზადებულია Marca-მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული