"არსენალმა" კაკას თვალი დაადგა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალს" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის კაკას გადაბირება სურს. ლონდონელების თავკაცი არსენ ვენგერი ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაყვანას გუნდში იჯარის წესით აპირებს.

ფრანგმა სპეციალისტმა მას შემდეგ მიაქცია ყურადღება 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონს, როცა მოურინიომ კაკა თავის გეგმებში არ შეიყვანა.

ადრე "სამეფო კლუბი" მზად იყო ბრაზილიელი გაეყიდა, თუმცა ახლა მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აპირებს ფეხბურთელი იჯარის წესით გაანათხოვროს, თუ გუნდები შეძლებენ კონტრაქტის მიხედვით დადგენილი თანხის გადახდას.

მომზადებულია The People-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
2006 წელს არ გამხდარა კაკა მსოფლიოს ჩემპიონი, 2002-ში გახდა.
provokatori
19:58 21-08-2011
0

სიახლეები პოპულარული