დანი ალვეშს "ანჟი" იმდენს გადაუხდის, რამდენსაც "ბარსა" - მესის

AutoSharing Option
მახაჭყალის "ანჟის" მადას ბოლო არ უჩანს, მას შემდეგ, რაც სამუელ ეტოო "ინტერიდან" გადმოიბირა და ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი (აფრიკელი წელიწადში 28,8 მილიონ ევროს მიიღებს) გახადა, თვალი ახლა "ბარსელონას" მარჯვენა მცველ დანი ალვეშს დაადგა.

"ანჟის" ბოსებს გადაწყვეტილი აქვთ, დაცვის ვარსკვლავური ფლანგები ჰყავდეთ - მარცხნივ რობერტო კარლოსი და მარჯვნივ - დანიელ ალვეში. საამისოდ, დაღესტნელები 35 მილიონ ევროს იხდიან 28 წლის ბრაზილიელში.

ალვეშის ყოველწლიური ხელფასი კი 15 მილიონი იქნება, ეს მაჩვენებელი კი მხოლოდ ეტოოსა და კრიშტიანო რონალდოსას ჩამორჩება და ლეო მესის ხელფასის
ტოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული