ამ აფრიკულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კატასტროფული შედეგი აჩვენა – ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი წააგო და ბუნებრივია, მომდევნო ეტაპზეც ვერ გავიდა. არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ასეთი წარუმატებლობის შედეგად "მოუთვინიერებელი ლომების" ფრანგმა დამრიგებელმა პოლ ლე გუენმა თანამდებობა დაკარგა. უფრო სწორად, კამერუნის საფეხბურთო ფედერაციამ უხეირო მწვრთნელს დასრულებული კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა.
კამერუნელთა ბედად, 60 წლის ხავიერ კლემენტე დაუსაქმებელი იყო და მოკლე მოლაპარაკებების შემდეგ თანამშრომლობაზე შეთანხმებაც უპრობლემოდ შედგა. ესპანეთისა და სერბეთის ნაკრებთა ყოფილი თავკაცი
რაც შეეხება კლემენტეს საკლუბო წარმატებებს, მისი ხელმძღვანელობით ბილბაოს "ატლეტიკმა" შორეულ 1983-84 წლებში ესპანეთის ორი ჩემპიონობა, ერთი სამეფო თასი და ერთიც ქვეყნის სუპერთასი მოიგო.