მოურინიოს კასილასის საქციელი არ მოეწონა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება გამოთქვა, როცა გაიგო, რომ მისი გუნდის კაპიტანმა იკერ კასილასმა "ბარსელონას" ფეხბურთელებს ჩავის და პიკეს დაურეკა.

შეგახსენებთ, რომ კასილასმა კატალონიელებს დაურეკა და შერიგება სთხოვა ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კასილასის ქმედებებს შეიძლება ინტერპრეტაცია გაუკეთონ, თითქოს "სამეფო კლუბი" "ნოუ კამპზე" მომხადრ ჩხუბში თავს დამნაშავედ თვლის.

მოურინიო დარწმუნებულია, რომ ამის გაკეთება არ ღირდა, თუნდაც მას შემდეგ, რაც ჩავიმ და პიკემ "რეალის" მთავარი მწვრთნელი ესპანური ფეხბურთის დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული