"ბარსელონა" "რეალის" წინააღმდეგ ჩივილს არ აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" სპორტული დირექტორის ანდონი სუბისარეტას განცხადებით, კატალონიელები არ აპირებენ ესპანეთის სუპერთასზე "რეალთან" გამართულ განმეორებით შეხვედრაში, მადრიდელების საქციელზე საჩივრის შეტანას.

სუბისარეტას თქმით, ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტთან სანდრო როსელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან და ტიტო ვილანოვასთან შეთანხმების შემდეგ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის განმერორებით შეხვედრაში, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის, მატჩის ბოლო წუთებზე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ჩხუბში მონაწილეობდა ასევე მოურინიო, რომელმაც გვარდიოლას ასისტენტს ტიტო ვილანოვას ყური აუწია.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული