დღეს გავიგებთ, იქნება თუ არა მეორე ტური

AutoSharing Option
საფეხბურთო საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს ესპანეთის პროფესიული ლიგისა (LFP) და ფეხბურთელთა ასოციაციის (AFE) მოლაპარაკებებს.
როდის დაიწყება პრიმერადივიზიონის გათამაშება. ჯერჯერობით ჩემპიონატის პირველ ორ ტურზე ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებული გაფიცვა ძალაშია, ერთი ტური უკვე ჩაიშალა, ახლა საფრთხე მეორე ტურს დაემუქრა, რომელიც 27-28 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

ბევრი მიიჩნევდა, რომ გადამწყვეტი გუშინდელი შეხვედრა უნდა გამომდგარიყო, მაგრამ მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდა ისე დატოვეს, კიდევ ვერ შეთანხმდნენ მთავარზე. მე-2 ტურიც ჰაერში გამოეკიდა...

თუმცა მთლად უნაყოფოც არ ყოფილა ეს მოლაპარაკება, მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს წინადადებები, რომლებსაც განიხილავენ და
დღეს, საღამოს 4 საათისთვის (ესპანეთის დროით) ახლა უკვე გადამწყვეტი მოლაპარაკება გაიმართება, რომელიც გადაწყვეტს კიდევაც მე-2 ტურის ბედ-იღბალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული