როცა მეოთხე ზედმეტი არაა

AutoSharing Option
ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის ელიტაში პირველად იასპარეზებს 4 მადრიდული კლუბი, ტრადიციულ "რეალსა" და "ატლეტიკოს", აგრეთვე გარეუბნის "ხეტაფეს", დაემატა "რაიო ვალეკანო", რომელიც პრიმერადივიზიონს დაუბრუნდა.

"რაიო ვალეკანოს" წარმატებაში ორმა ფაქტორმა უდიდესი როლი ითამაშა, პირველი გუნდის ერთგული ფანობაა, მეორე კი მწვრთნელი ხოსე რამონ სანდოვალი, რომელმაც საჭირო დროს, საჭირო სიტყვები გამონახა ფინანსურ კრიზისში მყოფი კლუბის ფეხბურთელების გასამხნევებლად. ერთი ხანობა, უხელფასობით გატანჯული ფეხბურთელები გაფიცვასაც კი აპირებდნენ, არადა, იმ დროს გუნდი სეგუნდადივიზიონში ლიდერობდა!

"რაიო ვალეკანო" ელიტაში გადავიდა, თუმცა ფინანსური სიტუაცია დიდად არ გამოკეთებულა. გუნდმა ერთ-ერთმა უკანასკნელმა
დაიწყო სეზონისთვის მზადება. ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობამ დავალიანების ნაწილი გაისტუმრა. ფინანსური გაუმართავობის გამო, კლუბს ახალი ფეხბურთელების შეძენაზე გარკვეული შეზღუდვებიც კი დაუწესეს. ელიტაში გადასვლის მიუხედავად, მადრიდელებმა უამრავი ფეხბურთელი დაკარგეს: კოკე და არმენტეროსი "სევილიაში" გაიქცნენ, დე ლა ვეგამ და ტრეხომ "მალიორკა" გააძლიერეს, ამაიამ - "უიგანი" (შემდეგ "ბეტისი"), დავიდ აგანსოც "ელჩეში" მიდის. მათი შეცვლა კი მთლად სრულფასოვნად ვერ მოხერხდა. კლუბში დარჩენილები ამტკიცებენ, რომ მთავარია, მოთმინება და ყველაფერი გამოსწორდება.

კლუბის პრეზიდენტმა რაულ მარტინ პრესამ მთელს ლა ლიგაში ყველაზე იაფი ფასი დაადო სეზონის აბონიმენტებს.

ციტატები
მიგელ პერეს კუესტა
(იგივე მიჩუ): "რაიო ვალეკანოს ესპანეთში ყველაზე საუკეთესო და ერთგული ფანები ჰყავს. გასულ სეზონში "სელტაში" ვთამაშობდი და კარგად მახსოვს, რა კოშმარი მოგვიწყეს მათ მადრიდში. არადა, მათი გუნდი 1:3-ს აგებდა, თუმცა გულშემატკივრებს ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ მხარდაჭერა. "რაიო" პრიმერას ყველა გუნდს ნამდვილ ბრძოლას გაუმართავს".

პიტი: "სხვა გუნდებიდან მოწვევები მქონდა, მაგრამ დარჩენა ვარჩიე, რადგან აქ გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარვარ. "რაიო" ჩემთვის ყველაფერია - როცა სათამაშოდ გამოვდივარ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ამ კლუბისთვის ბოლომდე დავიხარჯები. ვფიქრობ, ამ სეზონში 10 გოლს მაინც გავიტან".

სეზონის მიზანი - პრიმერაში დარჩენა
სანდოვალი მიიჩნევს, რომ გუნდში ცვლილებები ჯერ არ დასრულებულა. მწვრთნელი წინასასეზონო მზადებით კმაყოფილია: "მართალია, ბიუჯეტით სხვა კლუბებს ვერ გავუტოლდებით, მაგრამ როცა მსაჯის სასტვენი გაისმება, მოედანზე ყველა თანასწორი ხდება. ჩვენი მთავარი ამოცანა, პრიმერაში დამკვიდრებაა".

ტრანსფერები
მივიდნენ: პედრო ბოტელიო (არსენალი, 300 ათასი ევრო), მიჩუ (სელტა, თავ. აგენტი), ხორდი ფიგუერასი (რუბინი, თავ. აგენტი), ალბერტო პერეა (ატლეტიკო ბ, თავ. აგენტი), სუელიტონ პერეირა (ვიტორია, თავ. აგენტი), რობერტო ტრაშორასი (სელტა, თავ. აგენტი), მიკელ ლაბაკა (რეალ სოსიედადი, თავ. აგენტი).

წავიდნენ: ემილიანო არმენტეროსი, რაფაელ გარსია, ნესტორ სუსაეტა, მიჩელი, ხოსე მოვილია, კარლოს დე ლა ვეგა, სალვა, იუმა, დანიელ პროვენსიო, ბრაიან ანგულო, ბორხა გარსია, კოკე, დავიდ აგანსო.

დოსიე
რაიო ვალეკანო დე მადრიდ

დაარსდა: 1924 წ.
სტადიონი: ესტადიო დე ვალეკასი (ტერესა რივერო), 14 700
პრეზიდენტი: რაულ მარტინ პრესა
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
კლუბის წევრი: 7 800
13 სეზონი პრიმერაში
მეტსახელი: რაიო
გასულ სეზონში: მე-2 ადგილი სეგუნდაში
ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.რაყოვალლეცანო.ეს

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: მოვილია (41), ტრეხო (40), არიბასი (38), კოკე (38), ხავი ფუეგო (37).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: არმენტეროსი (20), ტრეხო (9), პიტი (8), დელიბაშიჩი (7), აგანსო (7).

გუნდი 2011/12

მეკარეები
1. დავიდ კობენიო 06.04.1982
13. დანი ხიმენესი 30.07.1983
26. ხუან კარლოსი 20.01.1988

მცველები
2. ტიტო ტრიგუერო 11.07.1985
3. ხოსე მანუელ კასადო 09.081986
5. ალეხანდრო არიბასი 01.05.1989
6. მიკელ ლაბაკა 10.08.1980
11. პედრო ბოტელიო (ბრაზილია) 14.12.1989
4. ხორდი ფიგუერასი 16.05.1987
15. სუელტონ პერეირა (ბრაზილია) 19.08.1986

ნახევარმცველები
7. ხოსე მარია მოვილია 08.02.1978
8. მიგელ ანხელ მიჩელი 30.10.1975
14. ნესტორ სუსაეტა 11.12.1984
16. რაფა გარსია 14.01.1986
17. ხული სერდა 09.08.1981
18. ხავი ფუეგო 04.01.1984
20. რობერტო ტრაშორასი 28.02.1981
22. მიჩუ პერესი 21.03.1986

თავდამსხმელები
9. ალბერტო პერეა 16.05.1990
10. ფრანსისკო პიტი 26.05.1981
25. ანდრია დელიბაშიჩი (ჩერნოგორია) 24.04.1981
32. ლასანა ბანგურა (გვინეა) 30.03.1992

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული