"რეალმა" კაკა შეაფასა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ კაკას ფასი დაადგინა. ბრაზილიელმა შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე გუნდი დატოვოს. "რეალი" მზადაა კაკა 35 მილიონ ევროდ გაასხვისოს.

კაკას შეძენის მთავარ პრეტენდენტად ამ დროისთვის მილანის "ინტერი" სახელდება, მაგრამ ფეხბურთელისთვის იტალიური კლუბი კარიერის გაგრძელების ერთადერთი ვარიანტი არაა.

22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ "ინტერი" მზად იყო კაკას სანაცვლოდ სამუელ ეტოოს "ანჟიში" ტრანსფერით მიღებული ფული დაეხარჯა. კამერუნელის ტრანსფერი დღეს უნდა გაფორმდეს.

"ინტერის" გარდა კაკას "მილანი", "პსჟ", "სან პაულუ" და "არსენალი" იწვევდა. ბოლო ორი ვარიანტი არასარწმუნო ჩანს, რადგან "სან პაულუს" და "არსენალს" კაკას
იჯარით შეძენა სურთ, ხოლო ბრაზილიელის 35 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვა "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გამორიცხა. თავის მხრივ, მადრიდელთა თავკაცი ჟოზე მოურინიო ნახევარმცველს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ განიხილავს.

კაკა "რეალში" "მილანიდან" 2009 წლის ზაფხულში გადავიდა. მადრიდულმა კლუბმა ბრაზილიელის სანაცვლოდ 67 მილიონი ევრო გადაიხადა. ორი სეზონის მანძლზე კაკამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მას ამაში ხელი ხშირმა ტრავმებმაც შეუშალა.

მომზადებულია Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული