ლაუდრუპის სეზონი-რუბიკონი

AutoSharing Option
ლაუდრუპის სამწვრთნელო კვერი ძნელად ცხვება. გასულ სეზონში, ბოლოსკენ, თითქოს, არ იყო სათუო, რომ ბალეარელები მომდევნო ჩემპიონატსაც ელიტაში გაატარებდნენ, მაგრამ ფინიშზე "მალიორკამ" ლამის ყველა თამაში დათმო, თუმცა გავარდნას მაინც გადაურჩა.

კუნძულელთა დანიელმა თავკაცმა მიქაელ ლაუდრუპმა ეს ჩავარდნა კლუბის ფინანსური პრობლემებით ახსნა, როცა ზამთრის პაუზისას "მალიორკამ" ვერ შეიძინა ხეირიანი ფორვარდი. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ლორენსო სერა ფერერი მიიჩნევს, რომ "მალიორკამ" აქედან შესანიშნავი გაკვეთილი მიიღო. ახლა კი საჭიროა ორი კარგი ფორვარდის შეძენა, მით უფრო, რომ გუნდში აღარაა კამერუნელი პიერ ვებო. სატრანსფერო საქმიანობა "მალიორკას" არ დაეწუნება,
გუნდი ერთი-ორ პოზიციაზე მართლაც გაძლიერდა, თუმცა ერთი კარგი ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაც არ აწყენდა. დავამატებთ, რომ "მალიორკას" ინტერესებში იყო 21 წლის იბრაჰიმ ბანგურას დამატება, რომელიც შვედურ აიკ-ში გამოდიოდა.

ციტატები
ალეხანდრო ალფარო: "მალიორკაში" იმიტომ გადმოვედი, რომ აქ იციან ფეხბურთელის ფასი, მას პატივს სცემენ და ერთიანი ორგანიზმის წევრად მიიჩნევენ. ეს ყველაფერი არ იყო "სევილიაში", ამიტომაც წამოვედი კუნძულებზე".

ხოსე მანუელ ფლორესი (იგივე ჩიკო): "ჩვენ კარგი ბიჭები გვყავს, თუმცა რეალისტები ვართ და უპირველესად პრიმერაში ადგილის შენარჩუნებაზე ვფიქრობთ, თუმცა მეტის მიღწევაც შეგვიძლია".

სეზონის ამოცანა - პრიმერაში დარჩენა
გუნდის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებებია, ლაუდრუპი საწვრთნელი პროცესით კმაყოფილებას არ ფარავს და აცხადებს, რომ მეტის მიღწევაც შეუძლიათ, მთავარია, გასული სეზონის შეცდომები არ გაიმეორონ - არ შეიძლება ბოლო ტურამდე გაუგებრობაში ყოფნა. ქულები თავიდანვე უნდა დააგროვონ.

ტრანსფერები
მივიდნენ: ჯანი ზუიველროონი (ვესტ ბრომვიჩი, თავ. აგენტი), ტომერ ჰემედი (მაქაბი ჰაიფა, თავ. აგენტი), ხუან კალატაიუდი (ერკულესი, თავ. აგენტი), ალეხანდრო ალფარო (სევილია, 700 ათასი ევრო), პაბლო კასერესი (ტიგრე, 500 ათასი), ჩიკო (ჯენოა, თავ. აგენტი), ედსონ რამოსი (სან პაულუ, იჯარა).
წავიდნენ: კორალესი, რ. გონსალესი, აიოსე, ლუქსი, ტუნი, ტრეხო, ვებო, ენრიხი, ედსონ რამოსი.

დოსიე
რეალ კლუბ დეპორტივო მალიორკა
დაარსდა: 1926 წ.
სტადიონი: იბეროსტარი, 23 140
პრეზიდენტი: ხაუმე კლადერა
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
კლუბის წევრი: 17 000
26 სეზონი პრიმერაში
ესპანეთის თასი (2003), სუპერთასი (1998)
მეტსახელი: ელს ბარალეტსი, ვერმილიონსი
გასულ სეზონში: მე-17 ადგილი
ოფიციალური საიტი: www.rcdmallorca.es

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: მ. პერეირა (35), ავატე (35), ვებო (34), ნუნიეში (34), დე გუზმანი (33).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: ვებო (11), მ. პერეირა (5), დე გუზმანი (5), გ. კასტრო (5), იენაგა (2).

გუნდი 2011/12
მეკარეები
1. ხუან კალატაიუდი 21.12.1979
13. დუდუ ავატე (ისრაელი) 17.10.1977
26. იერაი 10.06.1992
მცველები
2. ჯანი ზუივერლოონი (ჰოლანდია) 30.12.1986
4. ივან რამისი 25.10.1984
12. ხოსე ფლორეს ჩიკო 06.03.1987
15. პაბლო კასერესი (ურუგვაი) 22.04.1985
16. ჟოზე ნუნიეში (პორტუგალია) 07.03.1977
21. მარტი კრესპი 15.06.1987
22. პაბლო სენდროსი 01.04.1987
23. კევინ გარსია მარტინესი 08.09.1989
ნახევარმცველები
3. ჟოაო ვიქტორი (ბრაზილია) 07.11.1988
5. ტომას პინა 14.10.1987
6. სერხიო ტეხერა 28.05.1990
7. მიშელ პერეირა (საფრანგეთი) 08.12.1987
11. გონსალო ჩორი კასტრო (ურუგვაი) 14.09.1984
14. აკიჰირო ინიეგა (იაპონია) 13.06.1986
19. ხოსე ლუის მარტი 28.04.1975
20. ჯონათან დე გუზმანი (ჰოლანდია) 13.09.1987
24. ალეხანდრო ალფარო 23.11.1986
ალბერტო 09.03.1988
თავდამსხმელი
8. ემილიო ნსუე 30.09.1989
10. ტომერ ჰემედი (ისრაელი) 02.05.1987
18. ვიქტორ კასადესუსესი 28.02.1985

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული