ისევ ქვემოთ?

AutoSharing Option
შარშანდელი პრიმერადივიზიონის ცხრილის ქვედა ნახევარში მთავარი სიურპრიზი ის იყო, რომ აუტსაიდერთა შორის ვერ იხილავდით, თითქოს, საამისოდ განწირულ "ლევანტეს". არადა, იმ კლუბზეა ლაპარაკი, რომელმაც I წრე მე-19 ადგილზე დაასრულა. მხოლოდ II წრის შედეგები რომ მივიღოთ მხედველობაში, ვალენსიელები სულაც მე-6 ადგილზე გავიდნენ.

ვისი დამსახურებაა ეს? რა თქმა უნდა, გუნდის მწვტრთნელის - ლუის გარსიამ, ისე რომ ევრო არ დაუხარჯავს, ზამთარში, ლამის ახალი "ლევანტე" შექმნა, რომლის შეტევების ლიდერი ფელიპე კაისედო შესანიშნავად ათამაშდა და ამ გუნდმა პრიმერაში დარჩენის საკითხი ფინიშამდე გადაჭრა.

ახალი სეზონი კარს მოგვადგა,
თუმცა "ლევანტეში" ბევრი რამ შეიცვალა. ყველაზე მთავარი დანაკარგი კი ლუის გარსიაა, რომელიც ამიერიდან "ხეტაფეს" კეთილდღეობაზე იფიქრებს. მის ადგილზე კი ხუან იგნასიო მარტინესი მივიდა, ასევე წავიდა ფელიპე კაისედოც, ეკვადორელი მოსკოვის "ლოკომოტივისთვის" გაიტანს. მარტინესი მოწადინებულია, ის მიიჩნევს, რომ თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი მიეცა, ამ სპეციალისტს ხომ არასოდეს გაუწვრთნია პრიმერას გუნდი.
ვერც იმას ვიტყვით, რომ "ლევანტე" ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა, დაიმატეს ერთი-ორი საინტერესო მოთამაშე, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება. ხომ არ ემუქრება "ლევანტეს" ისევ ჩვეულ ჯგუფში - აუტსაიდერებში დაბრუნება?

ციტატები
ვისენტე იბორა: "ახალი სეზონი ისევე საინტერესო გვექნება, როგორც წინა, ამაში დარწმუნებული ვარ".
კარლოს არანდა: "იმედი მაქვს, ისევ შევინარჩუნებთ პრიმერას გუნდის სტატუსს, შეიძლება იმაზე მეტი ქულაც ავიღოთ, ვიდრე შარშან. მოკლედ, ოპტიმიზმის ნაკლებობას არ ვუჩივით".
გუსტავო კაბრალი: "მე მოვედი საკმაოდ მოკრძალებულ, მაგრამ მეომარ კლუბში"
ხუან იგნასიო მარტინესი: "მშვიდად იყავით - სეზონის დასაწყისისთვის კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით".
რაფაელ ხორდა: "ახალწვეულები მალე მიეჩვიენ კლუბს. ახალ მწვრთნელს გულდასმით ვუსმენთ და ვცდილობთ, ყველაფერი შევუსრულოთ. კაისედოს სახით მაღალი კლასის ფორვარდი დავკარგეთ, მაგრამ არ დაგვიკარგავს ბრძოლისუნარიანობა".

სეზონის ამოცანა - პრიმერაში დარჩენა
თავად მარტინესმაც იცის, რომ ახალ სეზონში "ლევანტეს" გაუჭირდება. ამიტომაც, ის გულშემატკივრებს მოთმინებას და მხარდაჭერას სთხოვს. ჩვენი დასკვნაც ასეთია - ლუის გარსიასა და ფელიპე კაისედოს შეცვლა იოლი არ იქნება და "ლევანტე" ისევ აუტსაიდერებში ჩაეშვება. ვალენსიურ კლუბს პრიმერაში დარჩენისთვის გააფთრებული ბრძოლა მოუწევს.

ტრანსფერები
მივიდნენ: ხოსე ხავიერ ბარკერო ("ნუმანსია", თავ. აგენტი), ფრანსისკო ფარინოსი ("ერკულესი", თავ. აგენტი), ასიერ დელ ორნო ("ვალენსია", თავ. აგენტი), კარლოს არანდა ("ოსასუნა", თავ. აგენტი), ნაბილ ელ ჟარი ("ლივერპული", თავ. აგენტი), მიგელ პალიარდო ("ხეტაფე"), პედრო ლოპესი ("ვალიადოლიდი"), კეილორ ნავასი ("ალბასეტე", 300 ათასი ევრო), გუსტავო კაბრალი ("არსენალ სარანდი"), მარკ მატეუ ("ბადახოსი").
წავიდნენ: რეინა, ჩისკო მუნიოსი, ჩისკო ნადალი, სერა, ლარეა, პერესი, რობუსტე, კაისედო, სტუანი.

დოსიე
ლევანტე უნიონ დეპორტივა
დაარსდა: 1939 წ.
სტადიონი: სიუტატ დე ვალენსია, 25 500
პრეზიდენტი: კიკო კატალანი
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
კლუბის წევრი: 5 500
7 სეზონი პრიმერაში
მეტსახელი: გრანოტესი
გასულ სეზონში: მე-14 ადგილი
ოფიციალური საიტი: www.levanteud.com

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: ხ. ტორესი (35), ბალესტეროსი (35), ვენტა (33), ნანო (32), სტუანი (30).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: კაისედო (13), სტუანი (8), სუარესი (5), ხუანლუ (3), ნანო (2).

გუნდი 2011/12
მეკარეები
1. გუსტავო მუნუა (ურუგვაი) 27.01.1978
13. კეილორ ნავასი (კოსტა რიკა) 15.12.1986
სერხიო გარაბატო 16.05.1989
მცველები
3. ვიქტორიანო ნანო 07.07.1980
5. ექტორ როდასი 07.03.1988
15. ასიერ დელ ორნო 19.01.1981
17. ხავი ვენტა 13.12.1975
18. სერხიო ბალესტეროსი 04.09.1975
22. გუსტავო კაბრალი (არგენტინა) 14.10.1985
ნახევარმცველები
4. ფრანსისკო ხავიერ ფარინოსი 29.03.1978
6. მიგელ პალიარდო 05.09.1986
7. ხოსე ხავიერ ბარკერო 27.04.1979
8. სერხიო სორიანო 10.11.1976
10. ვისენტე იბორა 16.01.1988
12. ხუანფრანი 15.07.1976
14. ხავი ტორესი 21.11.1986
16. მარკ მატეუ 16.06.1990
20. ხუანლუ გომეს ლოპესი 18.05.1980
ადრიან ლოისი 12.02.1989
თავდამსხმელები
9. რაფა ხორდა 11.01.1984
11. ველინგტონი (ბრაზილია) 06.01.1993
21. რუბენ სუარესი 19.02.1979
23. ვალდო ლოპეს როჩა 23.04.1981
24. კარლოს არანდა 27.07.1980
ნაბილ ელ ჟარი (მაროკო) 27.08.1986
ხოსე მარკო იგონი 22.05.1991

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული