ოქროს სასახლეს აგიშენებთ...

AutoSharing Option
ამ, დედაქალაქის გარეუბნის გუნდის ისტორიაში აპრილში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - "ხეტაფე" არაბთა საამიროების ფირმა "როიალ ემირეიტს კომპანიმ" შეიძინა. მეტიც, პროექტის მენეჯერმა სულეიმან ალ-ბუტიმ საზეიმოდ დადო პირობა, რომ ორი სეზონის შემდეგ "ხეტაფე" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

სეზონის დაწყებამდე არაბებმა განაცხადეს, რომ ახალ შენაძენებზე ფულის დახარჯვას არ მოერიდებიან. მათი პირველი ნაბიჯი კი უცნაური იყო - ხოსე მიგელ გონსალესს, ანუ ლეგენდარულ მიჩელს კონტრაქტი აღარ შესთავაზეს და მთავარ მწვრთნელად "ლევანტეს" თავკაცი ლუის გარსია პლასა მოიყვანეს.

ასე გაჩდნენ გუნდში ისეთი ძლიერი ფეხბურთელები, როგორც როდრიგესი, ლასენი, დიეგო
კასტრო და სხვები, თუმცა ყველაზე სოლიდური მაინც დანი გუისას დამატება გვგონია. კლუბის სპორტული დირექტორი ტონი მუნიოსი ამტკიცებს, რომ "ხეტაფეს" 3-4 ფეხბურთელი კიდევ ესაჭიროება, ანუ კომპლექტაცია ჯერ არ დასრულებულა. კლუბს კი ასეთი პოლიტიკა აქვს: გამოცდილ ფეხბურთელებს გვერდში ნიჭიერი ახალგაზრდები ამოუყენოს და კონკურენტიანი გუნდი შექმნას. ხეტაფელებს ძალიან უნდათ "რეალიდან" პედრო ლეონი დაიბრუნონ, რომელმაც "სამეფო კლუბში" თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა.

ციტატები
მარკოს მიჩელი: "ბოლო წლებია, "ხეტაფე" სულ სხვა გუნდი გახდა".
ლუის გარსია: "მე ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ მჭირდება, რომელსაც შრომა ეზარება, ჩემს გუნდში ბოლომდე იხარჯებიან".
დანიელ გუისა: "ვიმედოვნებ, რომ ჩემთვისაც და გუნდისთვისაც ეს სეზონი პროგრესისა იქნება".

სეზონის ამოცანა - ცხრილის ზედა ნახევარში დამკვიდრება
ლუის გარსია ამბობს, რომ "ესპანეთში 8 კლუბია, რომლებიც სხვებს აშკარად სჯობნიან. აი, მათ შემდეგ კი "ხეტაფე" საუკეთესო უნდა იყოს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ მეტიც შევძლოთ". მოკლედ, გუნდი ფინანსურად წელგამართულია, მას ამბიციური მწვრთნელი ჰყავდს და, ვინ იცის, იქნებ მართლაც შემოგვთავაზოს "ხეტაფემ" სიურპრიზი...

ტრანსფერები
მივიდნენ: დიეგო კასტრო ("სპორტინგი", თავ. აგენტი), მეჰდი ლასენი ("რასინგი", თავ. აგენტი), ალბერტო ლოპო ("დეპორტივო", თავ. აგენტი), ხუან როდრიგესი ("დეპორტივო", თავ. აგენტი), დანიელ გუისა ("ფენერბაჰჩე", თავ. აგენტი), პაბლო სარაბია ("რეალი ბ", 3 მლნ. ევრო), ხუან ვალერა ("ატლეტიკო"), მიჩელი ("ბირმინგემ სიტი"), ცეპო მასისელა ("მაქაბი", 300 ათასი), მიგელ ანხელ მოია ("ვალენსია", იჯარა), მიკელანჯელო ალბერტაცი ("მილანი ბ").
წავიდნენ: ალვარესი, პარეხო, ბოატენგი, დელ მორალი, ალბინი, პალიარდო, კაში, არისმენდი, ბორხა.

დოსიე
ხეტაფე კლუბ დე ფუტბოლ
დაარსდა: 1983 წ.
სტადიონი: კოლისეუმ ალფონსო პერესი, 17 700
პრეზიდენტი: ანხელ ტორესი
მწვრთნელი: ლუის გარსია
კლუბის წევრი: 10 500
8 სეზონი პრიმერაში
მეტსახელი: ასულონესი, ელ ხეტა
გასულ სეზონში: მე-16 ადგილი
ოფიციალური საიტი: www.getafecf.com

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: პარეხო (36), დიასი (35), ბოატენგი (32), მ. ტორესი (32), მანე (31).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: დელ მორალი (9), კოლუნგა (8), რიოსი (7), პარეხო (3), ბოატენგი (2).

გუნდი 2011/12
მეკარეები
1. ოსკარ უსტარი (არგენტინა) 03.07.1986
13. ხორდი კოდინა 27.04.1982
25. მიგელ ანხელ მოია 02.04.1984
მცველები
2. დანიელ კატა დიასი (არგენტინა) 13.03.1979
3. მანე ხიმენეს ორტისი 21.12.1981
4. ალბერტო ლოპო 05.05.1980
5. მიკელანჯელო ალბერტაცი (იტალია) 07.01.1991
15. რაფა ლოპესი 09.04.1985
20. პაბლო პინტოსი (ურუგვაი) 01.07.1987
24. მიგელ ტორესი 28.01.1986
ცეპო მასისელა (ს. აფრიკა) 05.05.1985
ხუან ვალერა 21.12.1984
ნახევარმცველები
6. ბორხა ფერნანდესი 14.01.1981
8. ხაიმე გავილანი 12.05.1985
10. დიეგო კასტრო 02.07.1982
11. პაბლო სარაბია 11.05.1992
14. მიჩელ მადერა 09.11.1985
16. პედრო რიოსი 12.12.1981
18. მეჰდი ლასენი (ალჟირი) 15.03.1984
19. ხუან როდრიგესი 01.04.1982
21. პედრო მოსკერა 21.04.1988
22. ფრანსისკო კასკერო 11.03.1976
ალბერტო ესკასი 28.02.1989
თავდამსხმელები
7. ნიკოლას ფლორეს მიკუ (კოლუმბია) 19.08.1985
9. ადრიან კოლუნგა 17.11.1984
17. დანიელ გუისა 17.08.1980

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული