დღეს ესპანეთშიც ოფიციალურად გაგორდება ბურთი - "სანჩეს პისხუანზე" "სევილია" ქვეყნის სუპერთასის პირველ მატჩში "ბარსელონას" მასპინძლობს, საპასუხო შეხვედრა კი "კამპ ნოუზე" 21 აგვისტოს გაიმართება.
ქვეყნის ჩემპიონი და "სამეფო თასის" მფლობელი სუპერთასისთვის 1982 წლიდან იბრძვიან. ტიტულს პირველი ბასკური "რეალ სოსიედადი" შეწვდა, რომელმაც სტუმრად 1:0 მოუგო "რეალს", შინ კი 4:0 გაანადგურა. 1984 და 1989 წლებში სუპერთასი არ გათამაშებულა, რადგან შესაბამისად "ბილბაომ" და "რეალმა" დუბლი გაახერხეს და სუპერთასიც უბრძოლველად მოიპოვეს. შემდეგ ეს წესი შეიცვალა და ჩემპიონს ყოველთვის თასის ფინალისტი ცვლიდა. ასე იყო შარშანაც, როცა
თუკი წლეულსაც "ბარსელონა" იმარჯვებს, კატალონიური გრანდი კასტილიურს გადაასწრებს - "ბარსას" და "რეალს" 8-8 სუპერთასი აქვთ კოლექციაში, "სევილიამ" კი მხოლოდ ერთხელ (2007) გაიმარჯვა. "სევილია" პირველივე ოფიციალურ მატჩში ცვლილებებს შემოგვთავაზებს დაცვის ფლანგებზე - მარჯვნივ ახალწვეული მუჰამადუ დაბო ითამაშებს, მარცხნივ ახალგაზრდა ანტონიო ლუნა. ლუიშ ფაბიანო შეტევაში ფრედერიკ კანუტესთან წყვილში დაიწყებს, თუმცა საპასუხო მატჩისთვის ის უკვე "მარსელის" ფეხბურთელი იქნება.
"ბარსელონას" რიგებში ალბათ ჟოზე მანუელ პინტოს მოუწევდა კარში ჩადგომა, რომ არა ტრავმა. ამით სარეზერვო გოლკიპერმა თავის გამოჩენის შანსი დაკარგა. წყალი არ გაუვა, რომ ხოსეპ გვარდიოლა ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობამიღებული ლიდერების ნაწილს დაასვენებს, რომლებს კონკრეტულად ძნელი სათქმელია, თუმცა ჩვენს ვერსიას სავარაუდო შემადგენლობებში შემოგთავაზებთ. დაბოლოს, დავიდ ვილია ბარსელონურ კარიერას პირდაპირ ოფიციალური თამაშით იწყებს - მას საკონტროლო შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.
სავარაუდო შემადგენლობები
სევილია (4-4-2): პალოპი - დაბო, სკილაჩი, ნავარო, ლუნა - ნავასი, რენატო, ზოკორა, კაპელი - კანუტე, ლუიშ ფაბიანო.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო, მილიტო, აბიდალი, მაქსველი - დოს სანტოსი, სანჩესი, ალკანტარა - მესი, იბრაჰიმოვიჩი, ვილია.
ლელო