ფაბრეგასი: გუნდის თამაშის სტილს უნდა შევეჩვიო

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა აღიარა, რომ თამაშს უნდა მოუმატოს, რათა გუნდში ადგილი დაიმკვიდროს.

24 წლის ჰავბეკის თქმით, ესპანურ კლუბში სამუშაო პროცესი უფრო კარგადაა აწყობილი, ვიდრე არსენ ვენგერის გუნდში. შესაძლოა, ფაბრეგასი პარასკევს უეფას სუპერთასის შეხვედრაში "პორტუს" წინააღმდეგ მოედანზე გამოვიდეს.

"ძალიან მიხარია, "ბარსელონა" ჩემს გადაბირებას ამდენი ხანი მიზანმამურთალ რომ ცდილობდა, თუმცა კიდევ ბევრი უნდა ვივარჯიშო, გუნდის სტილს რომ შევეჩვიო. მე ხომ ლიონელ მესი არ ვარ. ამჟამად ბედნიერი ვარ ასეთ კოლექტივში მოხვედრით.

მინდა ავღნიშნო, რომ სავარჯიშო პროცესისა და კლუბის დისციპლინის თვალსაზრისით "ბარსელონა"
ერთი თავით "არსენალზე" მაღლა დგას", - განაცხადა ფაბრეგასმა.

მომზაებულია Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული