ჭეშმარიტების ჟამი

AutoSharing Option
"სპორტინგში" ბოლომდე ენდნენ მანოლო პრესიადოს, მაშინაც კი, როცა ბევრს ეგონა, რომ მწვრთნელს სადავეები ხელიდან გაეშვა, რის შედეგადაც გუნდმა პრიმერაში ადგილი შეინარჩუნა.

ბოლო 20 წელიწადია ასტურიული კლუბი მუდამ გამოცდის წინაშეა. ერთი პირობა სეგუნდაში გავარდნასა და გულშემატკივართა აჯანყებას, კინაღამ, გუნდის არსებობის შეწყვეტა მოჰყვა. მანუელ ვერა-არანგომ გავერანებული კლუბი ჩაიბარა. მაგრამ მან შეძლო საზოგადოებაში მხარდაჭერის მოპოვება, ფინანსების მოზიდვა, რასაც "სპორტინგის" ხელახალი აღზევება მოჰყვა.

წლეულს, "სპორტინგის" ყველაზე თვალსაჩინო შენაძენი ოსკარ ტრეხოა, ყურადღებას იქცევს რიკარდო ლეონიც, რომელმაც, მწვრთნელის აზრით, უნდა შეცვალოს დიეგო კასტრო. საერთო ჯამში, ხიხონელთა
შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა. "სპორტინგმა" უნდა შეძლოს პორტუგალიელი ანდრე კაშტროს შენარჩუნება, რომელიც შარშან იჯარის წესით თამაშობდა და "პორტუს" საკუთრება იყო, თუ არადა გუნდს შუახაზში გაუჭირდება. სავარაუდოდ, ასტურიელებს კომპლექტაცია არ დაუსრულებიათ.

ციტატები
მანოლო პრესიადო: "წინა სეზონი პრელუდია იყო, ახლა კი დადგა ჭეშმარიტების ჟამი, უნდა გავიგოთ სინამდვილეში რანი ვართ ჩვენ და რა შეგვიძლია - გადამწყვეტი სეზონია".
ივან ერნადესი: "სპორტინგს" დაცვაში პრობლემა არ ექნება".
სებასტიან ეგურენი: "ის, რაც ცხოვრებაში შევძელი, ყველაფერი "სპორტინგისა" და ურუგვაის ნაკრების დამსახურებაა".

სეზონის ამოცანა - პრიმერაში დამკვიდრება
"სპორტინგში" კრიზისი წარსულს ჩაბარდა, გუნდი დასტაბილურდა, ხიხონელები აქტიურად უჭერენ მხარს თავიანთ საყვარელ გუნდს. ყველა პირობაა შექმნილი, რომ "სპორტინგმა" მეტისთვის იბრძოლოს, ვიდრე პრიმერაში დარჩენაა.

წინასასეზონო მატჩებში ხიხონელები კარგად გამოიყურებიან და უკვე გაისმის ისეთი ოპტიმისტური ფრაზები, სადაც სიტყვა "ევროთასებია" ნახსენები. მანუელ ვეგა-არანგო კი რეალისტია და მას შარშანდელი მე-10 ადგილიც დააკმაყოფილებს.

ტრანსფერები
მივიდნენ: რიკარდო ლეონი ("ტენერიფე", თავ. აგენტი), დამიან სუარესი ("დეფენსორი", 550 ათასი ევრო), ოსკარ ტრეხო ("მალიორკა", 1 მლნ.).
წავიდნენ: დ. კასტრო, სასტრე, ხოსე ანხელი, ლანდეირა.

დოსიე
რეალ სპორტინგ დე ხიხონი
დაარსდა: 1905 წ.
სტადიონი: ელ მოლინონი, 29 540
პრეზიდენტი: მანუელ ვეგა-არანგო
მწვრთნელი: მანოლო პრესიადო
კლუბის წევრი: 21 000
40 სეზონი პრიმერაში
მეტსახელი: როხიბლანკოსი
გასულ სეზონში: მე-10 ადგილი
ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.რეალსპორტინგ.ცომ/

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: დე ლას კუევასი (37), ლორა (36), ბარალი (34), ნაჩო ნოვო (32), რივერა (30).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: დიეგო კასტრო (9), დე ლას კუევასი (6), ბარალი (5), ნაჩო ნოვო (4), სანგოი (2).

გუნდი 2011/12
მეკარეები
1. ხუან პაბლო 02.09.1978
25. ივან პიჩუ კუელიარი 27.05.1984
27. რაულ დომინგესი 01.11.1986
მცველები
2. ალბერტო ბოტია 27.01.1989
4. ხორხე გარსია ტორე 18.01.1984
12. გრეგორი არმოლინი (საფრანგეთი) 10.11.1980
14. ივან ერნანდესი 27.02.1980
15. რობერტო კანელია 07.02.1988
17. დამიან სუარესი (ურუგვაი) 27.04.1988
26. პედრო ორფილა 06.03.1988
29. ალაინი 13.11.1989
ნახევარმცველები
5. ალბერტო რივერა 16.02.1978
6. კარმელო ხიმენესი 09.07.1983
7. აიოსე პერესი 22.11.1985
8. სებასტიან ეგურენი (ურუგვაი) 08.01.1981
11. ალბერტო ლორა 25.03.1987
16. სერხიო ალვარესი 23.01.1992
18. ლუის მორანი 26.07.1987
20. მიგელ ანხელ დე ლას კუევასი 19.06.1986
21. ნაჩო კასესი 22.11.1987
22. რიკარდო ლეონ ბრიტო 08.02.1983
28. ხუან მუნისი 14.03.1992
30. ალეხანდრო ბარერა 12.05.1991
თავდამსხმელები
9. მატე ბილიჩი (ხორვატია) 23.10.1980
10. ნაჩო ნოვო 26.03.1979
19. გასტონ სანგოი (არგენტინა) 05.10.1984
23. დავიდ ბარალი 10.05.1983
24. ოსკარ ტრეხო (არგენტინა) 26.04.1988
31. ალეხანდრო მენენდესი 15.07.1991
32. ფორმოსე მენდი (გვინეა-ბისაუ) 23.03.1989

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული