პიკეც დაიმტვრა

AutoSharing Option
სამშაბათ საღამოს "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ ვარჯიშზე მარცხენა ფეხის კუნთი ისე დაიშავა, რომ მას სამი კვირით იძულებითი დასვენება მოუწევს.

ბუნებრივია, პიკე დააკლდება პარასკევს მონაკოში გასამართავ ევროპის სუპერთასის მატჩს, რომელშიც "ბარსელონა" "პორტუს" შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ჯერ არ გამოჯანმრთელებულა გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი. ასე რომ, ხოსეპ გვარდიოლას დაცვის ცენტრში პრობლემები შეექმნება. ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ ფონტასს, აბიდალს, მასკერანოსა და ბუსკეტსს. მწვრთნელს შეუძლია სარეზერვო გუნდიდან ბარტრა დააწინაუროს. პიკემ ესპანეთის სუპერთასზე ორივე შეხვედრა სრულად ჩაატარა, ორშაბათს "ნაპოლისთან" კი 45 წუთი ითამაშა.

სამაგიეროდ, უკეთ
არიან ადრე დაშავებული ალექსის სანჩესი და მაქსველი. ეს ფეხბურთელები უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. პიკეს დამტვრევის შემდეგ გვარდიოლას 18 ჯანმრთელი ფეხბურთელი დარჩა მონაკოს მატჩისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული