მჟავე სახეები და თითქმის ჩაშლილი ტური

AutoSharing Option
გუშინ, მადრიდში გვიან ღამემდე გრძელდებოდა შეხვედრა დაპირისპირებულ მხარეებს შორის: ფეხბურთის პროფესიული ლიგა (LFP) და ფეხბურთელთა ასოციაცია (AFE) ცდილობდნენ მიეღწიათ კონსესუსამდე, რათა ლა ლიგის II ტური ჩაშლისგან ეხსნათ.

გვიან ღამემდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, მაგრამ დაპირისპირებულ მხარეთა მჟავე სახეების მიხედვით ესპანელმა ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ გაფიცვა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მე-5 შეხვედრა სამშაბათს გაიმართა და ის რეკორდულად დიდხანს, 6 საათს გაგრძელდა, მაგრამ შეთანხმება მაინც არ იქნა მიღწეული. გუშინ რიგით მე-6 შეხვედრა იყო, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. დაპირისპირებულ მხარეებს გარეთ, ასობით ჟურნალისტი ელოდა,
ისინიც 1-საათიანი შესვენებისთვის გამოჩნდნენ, თუმცა, როგორც ვთქვით, კომენტარი არავის გაუკეთებია. ამაზე მეტი ინფორმაციის მოპოვება გუშინ შეუძლებელი იყო - ლა ლიგის II ტური 90%-ით ჩაშლილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული