პორტუგალიელ სპეციალისტს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება "ბარსელონასთან" შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო.
ასევე ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოურინიო გუნდიდან მიდის, მაგრამ ჭორები ჟოზეს პრეს-მდივანმა უარყო.
"გუნდი მთლიანად მხარს უჭერს მოურინიოს და ყოველთვის გააკეთებს ამას. ჩვენ ვიზამთ ყველაფერს, რასაც მწვრთნელი გვეტყვის", - განაცხადა რამოსმა.
თავად ჟოზე მოურინიო ესეთ განცხადებას აკეთებს:
"ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ გუნდს მხარდაჭერა გააჩნია"
მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით