დელ ბოსკემ ნაკრებში "ბარსელონას" დუბლების ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრებში "ბარსელონას" დუბლების ფეხბურთელი გამოიძახა
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ ჩილის ნაკრებთან ამხანაგური და ლიხტენშტაინთან ევრო-2012-ის შესარჩევი მატჩისთვის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.

გუნდის შემადგენლობაში ტრავმის გამო მცველები კარლეს პუიოლი და ხერარდ პიკე ვერ მოხვდნენ. ამავე დროს, მსოფლიოს ჩემპიონების თავკაცმა გუნდში ახალგაზრდული გუნდის ექვსი მოთამაშე მოიწვია, რომლებმაც ამასწინანდელ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

პირველად ეროვნული გუნდის შეკრებაზე მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური მცველი ალვარო დომინგესი და მისისვე ამპლუის ფეხბურთელი ალბერტო ბოტია და "ბარსელონა ბ"-ის ფეხბურთელი მარტინ მანტოია
მიიწვიეს.

მეკარეები: იკერ კასილასი, ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი ("რეალი"), ალბერტო ბოტია (ხიხონის "სპორტინგი"), ალვარო დომინგესი ("ტლეტიკო"), მარტინ მონტოია ("ბარსელონა ბ");

მცველები: სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი ("რეალი"), ალბერტო ბოტია ( ხიხონის "სპორტინგი"), ალვარო დომინგესი ("ატლეტიკო"), მარტინ მონტოია ("ბარსელონა ბ");

ნახევარმცველები: ხავი ერნანდესი, ანდრეს ინისეტა, სერხიო ბუსკეტსი, ტიაგო ალკანტარა, სესკ ფაბგრეგასი( "ბარსელონა"), ხაბი ალონსო ("რეალი"), ხავი მარტინესი ("ატლეტიკი"), დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი"), სანტი კასორლა ("მალაგა"), ხუან მატა ("ჩელსი");

თავდამსხმელები: პედრო, დავიდ ვილია (ორივე "ბარსელონა"), ფერნანდო ტორესი ("ჩელსი"), ფერნანდო ლორენტე ("ატლეტიკი"), ალვარო ნეგრედო ("სევილია").

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული