"მალაგას" ნაპოლეონური გეგმები

AutoSharing Option
გასულ სეზონში მანუელ პელეგრინის გუნდმა მე-11 ადგილი დაიკავა. ეს, შესაძლოა, სხვა დროს ნორმალური შედეგი იყოს, მაგრამ არა ახალი სეზონიდან - ამ კლუბს უკვე სულ სხვა გეგმები და მიზნები აქვს.

მზიური მალაგა, ათობით მაღალი დონის პლაჟით, მხოლოდ ტურისტული მექა არ არის, ეს ქალაქი კარგი სატყუარაა უცხოელი ინვესტორებისთვის. და აი, ყატარის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა აბდულა ბენ ნასერ ალ-ტანიმ ზუსტად ერთი წლის წინათ შეიძინა საფეხბურთო კლუბი "მალაგა". შეიხმა ფინანსურ კრიზისში მყოფი კლუბის ყველა ვალი გაისტუმრა და კლუბში დაახლოებით იმდენი გადაიხადა, რაც ახლახან "ანჟიმ"
სამოელ ეტოოში.

პირველი სეზონი დალაგებას დასჭირდა, ახალმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ წარმატებით გადაწყვიტა ლიგაში დარჩენის საკითხი, უკვე გამოჩნდა რამდენიმე ვარსკვლავი. მთავარი "მალაგას" ამ სეზონში ელის, რადგან შეიხმა ქისას თავი მოხადა - და ანდალუსიისკენ დაიძრნენ მაღალი დონის შემსრულებლები, ისეთი, როგორიც ფრანგი ჟერემი ტულალანია, ან ნავარელი ნაჩო მონრეალი, არგენტინელი დიეგო ბუონანოტე, თუ ვალენსიელი ხოაკინ სანჩესი, სანტი კასორლა, გამოცდილი რუუდ ვან ნისტელროი და სხვები.

ერთი ხელის დაკვრით, კლუბი აუტსაიდერთა კლასიდან ფავორიტებში გადაბარგდა. ანდალუსიელებს განსაკუთრებით ჰოლანდიელი ვან ნისტელროის ეიმედებათ, ვეტერანში ალ-ტანის ევროც კი არ დაუხარჯავს, უბრალოდ, მას კარგი ხელფასი შესთავაზა. ესპანეთში კი ვან ნისტელროი ძალიან უყვართ, ფორვარდიც ჯერჯერობით ამართლებს - წინასასეზონო მატჩებში მან 7 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი გუნდში.

სანტი კასორლას გადმოსვლამ კლუბს პრესტიჟი დაუბრუნა, ნახევარმცველი ხომ ესპანეთის ნაკრების წევრია. ბოლოს "მალაგაში" ესპანეთის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი 2004 წელს თამაშობდა.

ციტატები
რუუდ ვან ნისტელროი: "ჩვენ ძალზე სერიოზულად მოვემზადეთ. შემიძლია თამამად ვთქვა - საჩემპიონატო ბატალიებისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ".
სანტი კასორლა: "დიდებული შემადგენლობა გვყავს. ახლა მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიწიოთ წინ".
მანუელ პელეგრინი: "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელები მატჩს არ იგებენ".

სეზონის ამოცანა - ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა
ჩილელი სპეციალისტი ოპტიმისტურად არის განწყობილი, გუნდი თამაშს ხვეწს. "კოსტა დელ სოლის" თასის ფინალში "მალაგამ" "პენიაროლს" მოუგო და გამოჩნდა, რომ გუნდი მართლაც ბრწყინვალედ არის მომზადებული ჩემპიონატისთვის. შეიხს არ მოსწონს, რომ "ლა როსალედა" ცოტა მაყურებელს იტევს. ის დარწმუნებულია, რომ სულ მალე უფრო დიდი სტადიონი იქნება საჭირო, რომლის მშენებლობაც მალე დაიწყება.

ტრანსფერები
მივიდნენ: რუუდ ვან ნისტელროი ("ჰამბურგი", თავ. აგენტი), ნაჩო მონრეალი ("ოსასუნა", 6 მლნ. ევრო), ისკო ("ვალენსია ბ", 6 მლნ.), დიეგო ბუონანოტე ("რივერ პლეიტი", 4,5 მლნ.), ხოაკინ სანჩესი ("ვალენსია", 4,2 მლნ.), სერხიო სანჩესი ("სევილია", 2,8 მლნ.), იორის მატეისენი ("ჰამბურგი", 2,5 მლნ.), სანტი კასორლა ("ვილიარეალი", 21 მლნ.), ჟერემი ტულალანი ("ლიონი", 11 მლნ.), ედინიო ("მარიტიმუ").
წავიდნენ: მანუ, გასპარი, ტორიბიო, ედუ რამოსი, პაბლო, არნაუ, მტილიგა, ფერნანდო, ხ. ლოპესი, სანდრო სილვა, ასენხო, ოვუსუ-აბეიე.

დოსიე
მალაგა კლუბ დე ფუტბოლ
დაარსდა: 1948 წ.
სტადიონი: ლა როსალედა, 28 960
პრეზიდენტი: აბდულა ალ-ტანი
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
კლუბის წევრი: 20 400
20 სეზონი პრიმერაში
ინტერტოტოს თასი (2002)
მეტსახელი: ლოს ბოკერონესი
გასულ სეზონში: მე-11 ადგილი
ოფიციალური საიტი: www.malagacf.com

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: ელიზეუ (35), ველიგტონი (31), ს. ფერნანდესი (30), გამესი (30), რონდონი (30).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: რონდონი (14), ბაპტიშტა (9), ს. ფერნანდესი (7), ხუანმი (4), ელიზეუ (4).

გუნდი 2011/12
მეკარეები
1. რუბენი 22.06.1984
13. ვილი კაბალიერო (არგენტინა) 28.09.1981
მცველები
2. ხესუს გამესი 10.04.1985
3. რობსონ ველიგტონი (ბრაზილია) 26.08.1979
4. კრის სტადსგაარდი (ნორვეგია) 01.08.1985
5. მარტინ დემიკელისი (არგენტინა) 20.12.1980
14. იორის მატეისენი (ჰოლანდია) 05.04.1980
15. ნაჩო მონრეალი 26.02.1986
21. სერხიო სანჩესი 03.04.1986
ელდერ როსარიო (პორტუგალია) 09.03.1980
ხავიერ მალაგუენო (არგენტინა) 27.10.1982
ნახევარმცველები
6. ნაჩო კამაჩო 04.05.1990
7. ხოაკინ სანჩესი 21.07.1981
8. ჟერემი ტულალანი (საფრანგეთი) 10.09.1983
10. ანტონიო ბენიტეს აპონიო 13.02.1984
12. სანტი კასორლა 13.12.1984
16. ენცო მარესკა (იტალია) 10.02.1980
17. სერჟიო პაულუ ბარბოზა დუდა (პორტუგალია) 27.06.1980
18. ელიზეუ პერეირა (პორტუგალია) 01.10.1983
22. ფრანსისკო სუარესი 21.04.1992
27. ფრანსისკო პორტილიო 13.06.1990
28. ხოსე ლუის რესიო 11.01.1991
თავდამსხმელები
9. რუუდ ვან ნისტელროი (ჰოლანდია) 01.07.1976
11. სებასტიან ფერნანდესი (ურუგვაი) 23.05.1985
19. ჟულიო ბაპტიშტა (ბრაზილია) 01.10.1981
20. დიეგო ბუონანოტე (არგენტინა) 19.04.1988
23. ხოსე სალომონ რონდონი (კოლუმბია) 28.04.1989
26. ხუანმი ლოპესი 20.05.1993
არნალდო ედინიო (პორტუგალია) 07.07.1982

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული