გასული სეზონის პირველი ნაწილი "ესპანიოლმა" კარგად განვლო, გუნდი ცხრილის ზედა ნაწილში იყო, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდმა და ტრავმებმა ბარსელონელები დააზარალეს. ზამთარში გუნდს ორი ნიჭიერი მცველი ვიქტორ რუისი (ნაპოლი) და დიდაკ ვილა (მილანი) გამოეთხოვა, რითაც მოირღვა ეს რგოლი. მხოლოდ მეორე წრის მიხედვით "ესპანიოლმა" ბოლოსწინა, მე-19 შედეგი აჩვენა!
მაგრამ იმედგაცრუება მალე გავიდა და ახალგაზრდებმა
გუნდი დატოვეს გამოცდილებმა, მაგალითად, ივან დე ლა პენია და დავიდ გარსია გუნდის სიმბოლოებადაც მიიჩნეოდნენ. მოკლედ, გუნდიდან მეტი წავიდა, ვიდრე მივიდა. პოჩეტინომ კი ისევ მხსნელ კანტერას მიაკითხა ტალანტების ახალი "პარტიისთვის". გუნდში ახლა სამი სრულფასოვანი მეკარეა და პოჩეტინოს ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი ვინ იქნება პირველი.
გუნდს ალბათ დატოვებს დანიელ ოსვალდო, მთავარი დამრტყმელი ძალა, რომელსაც ბევრი მთხოვნელი ჰყავს ევროპაში.
ციტატები
ექტორ მორენო: "აქ მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან, შესაბამისად ადგილიც ცხრილის მაღალ ზონაში უნდა დავიმკვიდროთ".
რუი ფონტე: "პოჩეტინომ ჩემ კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მან ჩემი ძალების ირწმუნა და პრიმერაში თამაშის შანსი მომცა".
მაურისიო პოჩეტინო: "დღეისათვის მიჭირს "ესპანიოლის" წარმოდგენა ოსვალდოს გარეშე. არადა, მომიწევს".
სეზონის ამოცანა - ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა
ამაზე ზემოთაც ბევრი ვილაპარაკეთ და აღარ გავიმეორებთ.
ტრანსფერები
მივიდნენ: რუი ფონტე ("სპორტინგი", თავ. აგენტი), ექტორ მორენო ("ალკმაარი", 4 მლნ. ევრო), ხუან ანხელ ალბინი ("ხეტაფე", 3 მლნ.), დიდაკ ვილა ("მილანი", იჯარა დაუსრულდა), კიკო კასილია ("კარტახენა"), კორომინასი ("ოსასუნა").
წავიდნენ: ჩიკა, დუშერი, დ. გარსია, ი. ალონსო, ა. მარტინესი, რ. მარტინესი, სმილიანიჩი, კალეხონი, დე ლა პენია, შაარი, მოლინა.
დოსიე
რეიალ კლუბ დეპორტიუ ესპანიოლ
დაარსდა: 1900 წ.
სტადიონი: კორნელია ელ პრატი, 40 500
პრეზიდენტი: რამონ კონდალი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
კლუბის წევრი: 29 500
75 სეზონი პრიმერაში
თასი (1929, 1940, 2000, 2006)
მეტსახელი: პერიკიტოსი, ბლანკიბლაუსი
გასულ სეზონში: მე-8 ადგილი
ოფიციალური საიტი: www.rcdespanyol.com
ყველაზე მეტი თამაში 2010/11: ვერდიუ (37), ლუის გარსია (37), კალეხონი (37), კამენი (33), ალვარო (30).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: ოსვალდო (13), კალეხონი (6), ლუის გარსია (6), ვერდიუ (5), ალვარო (4).
გუნდი 2011/12
მეკარეები
1. კარლოს იდრის კამენი (კამერუნი) 18.02.1984
13. ფრანსისკო კიკო კასილია 02.10.1986
25. კრისტიან ალვარესი (არგენტინა) 13.11.1985
მცველები
2. ფელიპე მატიონი (ბრაზილია) 15.10.1988
3. რაულ როდრიგესი 22.09.1987
5. ხორდი ამატი 21.03.1992
14. ერნესტო გალანი 17.06.1986
15. ექტორ მორენო (მექსიკა) 17.01.1988
18. ხუან ფორლინი (ურუგვაი) 10.01.1988
22. დიდაკ ვილა 09.06.1989
ნახევარმცველები
4. ხავი მარკესი 11.05.1986
7. რაულ ბაენა 02.03.1989
11. იოან ვერდიუ 05.05.1983
16. ხავი ლოპესი 21.01.1986
23. ხესუს დატოლო (არგენტინა) 19.05.1984
24. ხუან ალბინი (ურუგვაი) 17.07.1986
თავდამსხმელები
6. რუი ფონტე (პორტუგალია) 23.04.1990
8. ალვარო ვასკესი 27.04.1991
9. სერხიო გარსია 09.06.1983
10. ლუის გარსია 06.02.1981
ფერან კორომინასი 05.01.1983
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"