"რეალი" კაკას 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გუნდის ნახევარმცველ კაკას ტრანსფერზე დაყენებას არა პირებს.

მიუხედავად ბოლო მატჩებში ბრაზილიელის არადამაკმაყოფილებელი გამოსვლისა, გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო მას ენდობა. მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ "ბლანკოსები" კაკას შესაძლო გასხვისების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებენ. თუმცა მას 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან.

შეგახსენებთ, რომ კაკას შეძენით "მილანი" და "ინტერი", ასევე ფრანგული "პსჟ"-ია დაინტერესებული.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული