24 წლის ჰავბეკის თქმით, მომავალი მატჩი "პორტუსთან" ძალიან რთული იქნება. თუმცა ესპანელი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ "ბარსელონას" შემადგენლობაში მეორე ტიტულს მოიპოვებს.
"ეს ჩემი პირველი გასვლითი თამაშია "ბარსელონას" შემადგენლობაში. ძალიან მიხარია ასეთი კოლექტივის წევრობა. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა "პორტუს" დამარცხებას.
სხვათა შორის, პორტუგალიელები ჩვენსავით თამაშობენ. ისინი მუდმივად აკონტროლებენ ბურთს და გრძელ გადაცემებეს არ აკეთებენ. "პორტუ" ძალიან ძლიერი კლუბია, მათ გასულ სეზონში ყველა ტურნირი მოიგეს, რომელშიც მონაწილეობდნენ და ასევე
შეგახსენებთ, რომ დღეს უეფას სუპერთასის შეხვედრა "ბარსელონასა" და "პორტუს" შორის მონაკოში, თბილისის დროით, 22:45 საათზე გაიმართება.
მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით