"რეალი" პრიმერაში სტარტს "სარაგოსასთან" შეხვედრაში აიღებს. მოურინიო შეეცდება გუნდს ესპანეთის ჩემპიონობა მოაპოვებინოს და დარწმუნებულია, რომ "ბარსელონასთან" კონკურენცია უფრო გამძაფრდება.
"ვფიქრობ, გუნდი წინა წელთან შედარებით უფრო ძლიერი გახდა. ზაფხულში კარგად ვიმუშავეთ. ჩემი აზრით, ყველა კომპონენტში გავაუმჯობესეთ მაჩვენებლები, მაგრამ მიღწეულზე არ უნდა შევჩერდეთ.
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში "ბარსელონას" 6-ჯერ შევხდით. თუ შეისწავლით ამ მატჩების ანგარიშებს, ნახავთ, რომ გუნდებს შორის თანაბარი მდგომარეობაა. არა მგონია რამე შეიცვალოს",
მომზადებულია UEFA.com-ის მიხედვით