"ბარსელონა" ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სასტარტო შეხვედრაში, სადაც "ბარსელონა" ვილიარეალს" დაუპირისპირდება, კატალონიურ გუნდს ბრაზილიელი მცველი ადრიანო გამოაკლდება.

ადრიანოს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც ფეხბურთელი პრიმერას სტარს გამოტოვებს,

"ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას პუიოლის, პიკეს, მაქსველის, ადრიანოს და დანიელ ალვეში გარეშე ჩაატარებს. გუნდის დაცვის ცენტრს ამჯერად მასკერანო და ბუსკეტსი დაიკავებენ, ხოლო ფლანგებზე აბიდალი და მარტინ მონტოია ითამაშებენ.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული